მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

თავისუფლების მოედანზე მარში - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა.

აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, ხუთი სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე მათ გაშლილი ჰქონდათ ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

აქცია ასევე დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით.

თავისუფლების მოედანზე გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და ნიკოლოზ რაჭველი. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელი შეკრების მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება