წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების კურსის წინააღმდეგ მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებში კი მაია სანდუ ლიდერობს

მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.

მედიის ინფორმაციით, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 96%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 50,75 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, მომხრე კი მოქალაქეების 49,25 პროცენტი აღმოჩნდა.

მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური „სოციალისტების“ პარტია უჭერს. წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

შეგახსენებთ, მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში