დონალდ ტრამპი „მაკდონალდს“ ეწვია, „ფრი“ შეწვა და მომხმარებლებს მოემსახურა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, „მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. „დრაივზე“ მომხმარებელს მომსახურება გაუწია და „ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ვიზიტის სამიზნე მისი ოპონენტი „დემოკრატი“ კამალა ჰარისი იყო, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა. ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ ამასთან დაკავშირებით კამალა ჰარისი ცრუობს.

„მაკდონალდში“ მყოფმა ტრამპმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს „მატყუარა კამალა“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი 15-წუთიანი სტაჟი ნიშნავს იმას, რომ „მაკდონალდსში“ კამალა ჰარისზე 15 წუთით დიდხანს აქვს ნამუშევარი.

„მაკდონალდსში“ 15 წუთით მეტხანს ვიმუშავე, ვიდრე კამალამ“, - განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება კამალა ჰარისს, ის ჯორჯიაში აფროამერიკელების ორ ეკლესიას ეწვია, სადაც მრევლის წევრებმა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დაბადების დღის სიმღერა უმღერეს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა