გურამ მაჭარაშვილი - როცა „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?! - გუშინდელ აქციაზე იმის მეოთხედიც არ მივიდა, რასაც ელოდნენ

როდესაც „თბილისი პრაიდი“ კაცების გათხოვების დაკანონების მოთხოვნით აქციას აორგანიზებს, რა არის გასაკვირი, რომ იქ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდეს?! - იმის მიუხედავად, რომ გუშინდელ აქციას მთელი ოპოზიცია, NGO სექტორი, უცხოური ძალები ევროკავშირისა და საელჩოების ჩათვლით, მთელი ერთი თვის მანძილზე ამზადებდა, იმის მეოთხედიც არ მივიდა, რასაც ელოდნენ - ასე ეხმაურება 20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის აზრით, აქცია ორგანიზებული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან და „მის მოსაწყობად ლამის ევროპარლამენტარები და კონგრესმენები ჩამოვიდნენ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა არ მივიდა“.

მაჭარაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „ყველა სახელმწიფოშია მოქალაქეთა რაღაც რაოდენობა, ვინც შეიძლება არასახელმწიფოებრივად აზროვნებდეს ან შეცდომაში იყოს შეყვანილი“.

„თბილისი პრაიდს“ ქართველმა ხალხმა არ მისცა უფლება გეი პარადი რუსთაველის გამზირზე ჩაეტარებინა. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის და ასევე, ომის გაჩაღების მსურველი ორგანიზაციების აქციაზე ქართული საზოგადოების უმრავლესობა არ მივა - აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ეს აჩვენა კიდეც. 26 ოქტომბერს საზოგადოების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის მშვიდობას, ტრადიციებსა და სუვერენიტეტს ირჩევს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

20 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მარშით დაიწყო და კონცერტით დასრულდა.

აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება