თამარ კორძაია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაზე საუბრობს.

მან ბრიფინგზე წარმოადგინა ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, "ცალსახად და ნათლად დასტურდება ის, რომ "ფარმა სახლის" 50-ლარიანი ვაუჩერები სწორედ "ქართული ოცნების" შტაბში რიგდება.

მისივე თქმით, ასევე, წარმოდგენილ ვიდეომასალაში "ფარმა სახლის" მოლარე ადასტურებს იმას, რომ ასეთი ვაუჩერებით ადამიანები აფთიაქში მიდიან, ანაღდებენ და 50-ლარიანი ფინანსური შეღავათით სარგებლობენ.

კორძაია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, "ქართულ ოცნებას", მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა.

„გუშინ წინ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია რუსთავში „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ხელს უწყობდა სუპერმარკეტების ქსელი "მადაგონი" და სააფთიაქო ქსელი "ფარმა სახლი". გუშინ წინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ორივე კომპანიამ დაიწყო დეზინფორმაციული კამპანია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ და დაგვადანაშაულეს დეზინფორმაციის გავრცელებაში აქეთ, როცა თვითონ კანონს არღვევენ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დამატებით მტკიცებულებას, სადაც ცალსახად და ნათლად დასტურდება ის, რომ "ფარმა სახლის" 50-ლარიანი ვაუჩერები რიგდება სწორედ "ქართული ოცნების" შტაბში. მტკიცებულებით, ვიდეოჩანაწერით ნათლად ჩანს, რომ მოქალაქე ადასტურებს, რომ 50-ლარიანი ვაუჩერი მან სწორედ "ქართული ოცნებიდან" ვაუჩერის მიცემის შემდეგ გამოიყენა. ასევე, "ფარმა სახლის" მოლარე ადასტურებს იმას, რომ ასეთი ვაუჩერებით ადამიანები მოდიან, ანაღდებენ და სარგებლობენ 50-ლარიანი ფინანსური შეღავათით. კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, "ქართულ ოცნებას", მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა, იმიტომ რომ გუშინდელმა ღონისძიებამაც ნათლად აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ვადა გაუვიდა და 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი ვეღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ვერ გააგრძელებენ კანონდარღვევებით ცხოვრებას," - განაცხადა კორძაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში