ანა კობახიძე - მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება, რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც უბნისთვის საჭირო აპარატურა განთავსდება

ცესკო-ს წევრი ოპოზიციიდან, ანა კობახიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს და მათ ცესკოს-მ პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, რომლებიც არჩევნებზე ტექნოლოგიების გამართვას უზრუნველყოფენ.

მისივე თქმით, ეს „პროცესს გამჭვირვალეს გახდის“.

„მივმართავთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენთვის, როგორც კომისიის წევრებისთვის და ჩართული მხარეებისთვის, უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება ქვემოთ ჩამოთვლილ მნიშვნელოვან საკითხებზე:

ცესკო-დან პასუხისმგებელი პირების თაობაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ტექნოლოგიების: მთვლელი აპარატების, ვერიფიკაციის აპარატების და პლანშეტების პროგრამულ გამართვას, სიების ჩატვირთვას. ასევე, ოლქებზე და უბნებზე სხვა საჭირო ტექნიკურ მომსახურების გაწევას - სახელი, გვარი, ოლქებისა და უბნების მითითებით;

რომელ ლოკაციებზე იქნება განთავსებული საწყობები, სადაც მოხდება უბნისთვის საჭირო აპარატურის დასაწყობება (მისამართები ოლქების მიხედვით).

გვაცნობოთ გრაფიკი - როდის იგეგმება აპარატურის ტრანსპორტირება. მოგვაწოდოთ აპარატურის მოძრაობისთვის დადგენილი ინსტრუქცია, ასვე ვინ არიან საწყობების მენეჯერები (სახელების, გვარების და ოლქების მითითებით). ვის ექნება კონკრეტულ საწყობებში შესვლის უფლება (სახელის და გვარის მითითებით). იქნება თუ არა ვიდეო კონტროლი საწყობებში დამონტაჟებული. ასეთის შემთხვევაში გადაიცემა თუ არა სტრიმი ონალინ ან მოხდება თუ არა ჩანაწერის გაკეთება;

არჩევნების დღის წინასწარი შედეგების მიღების პროცესში, საარჩევნო უბნებიდან ტექნოლოგიური საშუალებების მეშვეობით მიღებული ყველანაირი ინფორმაციის შეგროვებაზე, დამუშავებაზე. ასევე, ცესკო-ში პასუხისმგებელი პირების თაობაზე (სახელების და გვარების მითითებით);

მიღებული ინფორმაცია რომელ სერვერზე/სერვერებზე იქნება შენახული და ვის ექნება ხელმისაწვდომობა აღნიშნულ ინფორმაციაზე (სახელის და გვარების მითითებით).

აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საარჩევნო სუბიექტებისთვის კითხვებს მოხსნის და პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

ამ კითხვებით მივმართეთ ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს“, - განაცხადა კობახიძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის