თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

2024 წლის 20 ოქტომბერს პარკის საზეიმო გახსნის ღონისძიებას თბილისის მერმა კახა კალაძემ უხელმძღვანელა.

სარეკრეაციო სივრცე მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლებაში. ხეობა მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ და მოიცავს 25 ჰექტარ ტერიტორიას. პარკს სივრცის მასშტაბურობიდან გამომდინარე აქვს ორი ცენტრალური შესასვლელი. ზღვის უბნის პარკის ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განხორციელდა განათების სისტემის მოწყობა, უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა კამერები და ტერიტორიაზე განთავსდა ორი დაცვის ჯიხური. სარეკრიაციო სივრცეში ასვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ხევის სხვადასხვა მხარის დამაკავშირებელი ორი 184 და 127 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი; აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიის შუა ნაწილში მოეწყო 100 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომლის თავზე გამავალი სამანქანო გზა აკავშირებს თემქის ორ სხვადასხვა ნაწილს ერთმანეთთან.

პარკის ტერიტორიაზე გარდა სპორტული/გასართობი და საბავშო სივრცეებისა მოეწყო:

- 2 ტბა და მათი დამაკავშირებელი კასკადური ტიპის წყლის ხელოვნური ნაკადი;

- სკეიტ პარკი;

- საზოგადოებრივი კვების ობიექტი

- მედიათეკა

- ავტო და ველო პარკინგი.

- 2 სასეირნო-გასართობი ზონა ძაღლებისთვის.

ზღვისუბნის პარკის სამშენებლო სამუშაოები შპს „საბა კონსტრაქშენ“-მა განახორციელა.

(R)

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს