ირაკლი ქადაგიშვილი - დარწმუნებული ვარ, მომავალი მოწვევის პარლამენტში ის უმრავლესობა გვექნება, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს

დარწმუნებული ვარ, მომავალი მოწვევის პარლამენტში ის უმრავლესობა გვექნება, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაშვილის იმპიჩმენტით გადაყენების თაობაზე უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელი განპირობებულია იმით, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას პერმანენტულად უხეშად არღვევს.

ქადაგიშვილის თქმით, „არ შეიძლება, კონსტიტუციის უხეში დარღვევა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩეს“.

„პირველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და დაადასტურა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, მაგრამ მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის გვერდით დადგა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

იმპიჩმენტის მოთხოვნის დოკუმენტს მმართველი გუნდის 81 წევრი აწერს ხელს.

დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და დაადასტურა.

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში მთავრობის თანხმობით ახორციელებს.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტით გადაყენებას მეორედ ცდილობს. პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს