დიმიტრი პესკოვი - მოლდოვაში მაია სანდუს იდეოლოგიას ბევრი ადამიანი არ ემხრობა

ბევრი არ არის მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს იდეოლოგიის მომხრე, ეს ფაქტი ყურადღებას იპყრობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი მტკიცებით, მოლდოვაში ოპოზიციურ ძალებს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჩამოერთვათ.

„ასეთი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის პირობებშიც კი ვხედავთ, რამდენი ადამიანი არ არის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდუს იდეოლოგიის მომხრე. ეს ყურადღებას იპყრობს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნებიდან ოქმების 98,51%-ის დამუშავების შემდეგ მოლდოვას ცესკო-ს მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 42,07%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო, ხმების 26,27%-ით. მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძოდა, მათგან ვერცერთმა ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე