„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები.

როგორც დავით მჟავანაძემ განაცხადა, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას სწორედ კრიმინალების მეშვეობით ცდილობს.

მისი თქმით, საუბარი შეეხებათ იმ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ციხიდან გაათავისუფლა.

„არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და „ქართული ოცნება“ ცდილობს კრიმინალებზე, დამნაშავეებზე და ზონდერებზე დაყრდნობით ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები და ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე ჰქონდა სასჯელი და სამუდამო პატიმრობას იხდიდა. ის სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვა. ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც ასევე დამნაშავეა და რამდენჯერმეა ნასამართლევი და სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობს ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები, თუმცა ეს სია არის უფრო დიდი, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანია“,- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

საკითხზე კომენტარი ასევე გააკეთა თათია ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, "ოცნების" ასეთი მობილიზაცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ბოლო დღეები აქვს დათვლილი.

ნიკოლაიშვილმა მოქალაქეებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ არ შევიდნენ „ოცნების“ „ზონდერებთან“ დაპირისპირებაში და ხმა იმ კოალიციას მისცენ, ვინც თავად სურთ.

ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში და ამაზე მიუთითებს მათთვის თავგამოდებული ჩხარტიშვილი და ჩიგოგიძეც. ხელისუფლებას ეს კრიმინალი ზონდერები და მოჭიდავე ადამიანები ჩამოყვანილი ჰყავს კონკრეტულად გურიაში იმისთვის, რომ იძალადონ ადამიანებზე. ნონიაშვილი, იყო გლდანის „მაყურებელი“ და პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და საზოგადოებაში კარგად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ის ჩიგოგიძის მიერ არის ის გამოშვებული. ასევე გეგეშიძეები, რომლებიც ცნობილი კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სრული მობილიზება აქვთ გურიაში ამ ადამიანებს, მათ შორის როყვა და ასევე ირაკლი დოლიძე, იგივე დოლა. ეს სრულად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლო დღეები აქვს და ადამიანებზე ზემოქმედებით და ძალადობით ცდილობენ, რომ ხმები აიღონ მათ შორის გურიაში.

მინდა მივმართო გურულებს და საერთოდ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ შეეშინდებათ, აიღონ ფული, ნუ შევლენ დაპირისპირებაში, მთავარია, რომ ადამიანები, როდესაც მივლენ საარჩევნო უბნებზე, მხოლოდ მათ ეცოდინებათ, რა არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, დავით მჟავანაძემ და პარტიის პოლიტსაბჭოს მოადგილემ, თათია ნიკოლაიშვილმა იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დავალებით მოქალაქეების დაშინების კამპანიაში არიან ჩართულები.

როგორც დავით მჟავანაძემ განაცხადა, მმართველი პარტია არჩევნების მოპარვას სწორედ კრიმინალების მეშვეობით ცდილობს.

მისი თქმით, საუბარი შეეხებათ იმ მძიმე დანაშაულებში ბრალდებულ პირებზე, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ ციხიდან გაათავისუფლა.

„არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და „ქართული ოცნება“ ცდილობს კრიმინალებზე, დამნაშავეებზე და ზონდერებზე დაყრდნობით ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები და ამის ნათელი დადასტურებაა ვინმე ნონიაშვილი, რომელსაც საკმაოდ მძიმე ბრალდებებზე ჰქონდა სასჯელი და სამუდამო პატიმრობას იხდიდა. ის სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოუშვა. ასევე არის ვინმე გიორგაძე, რომელიც ასევე დამნაშავეა და რამდენჯერმეა ნასამართლევი და სწორედ ამ ადამიანებზე დაყრდნობით ცდილობს ხელისუფლება, რომ ქართველ ხალხს მოპაროს არჩევნები, თუმცა ეს სია არის უფრო დიდი, ვიდრე ეს რამდენიმე ადამიანია“,- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

საკითხზე კომენტარი ასევე გააკეთა თათია ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, "ოცნების" ასეთი მობილიზაცია ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ბოლო დღეები აქვს დათვლილი.

ნიკოლაიშვილმა მოქალაქეებსაც მიმართა და გააფრთხილა, რომ არ შევიდნენ „ოცნების“ „ზონდერებთან“ დაპირისპირებაში და ხმა იმ კოალიციას მისცენ, ვინც თავად სურთ.

ბიძინა ივანიშვილი მარცხდება გურიაში და ამაზე მიუთითებს მათთვის თავგამოდებული ჩხარტიშვილი და ჩიგოგიძეც. ხელისუფლებას ეს კრიმინალი ზონდერები და მოჭიდავე ადამიანები ჩამოყვანილი ჰყავს კონკრეტულად გურიაში იმისთვის, რომ იძალადონ ადამიანებზე. ნონიაშვილი, იყო გლდანის „მაყურებელი“ და პროკურორის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და საზოგადოებაში კარგად გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ის ჩიგოგიძის მიერ არის ის გამოშვებული. ასევე გეგეშიძეები, რომლებიც ცნობილი კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ, სრული მობილიზება აქვთ გურიაში ამ ადამიანებს, მათ შორის როყვა და ასევე ირაკლი დოლიძე, იგივე დოლა. ეს სრულად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ბოლო დღეები აქვს და ადამიანებზე ზემოქმედებით და ძალადობით ცდილობენ, რომ ხმები აიღონ მათ შორის გურიაში.

მინდა მივმართო გურულებს და საერთოდ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ შეეშინდებათ, აიღონ ფული, ნუ შევლენ დაპირისპირებაში, მთავარია, რომ ადამიანები, როდესაც მივლენ საარჩევნო უბნებზე, მხოლოდ მათ ეცოდინებათ, რა არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი