პრემიერი - განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით - თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას - არა

არავითარ ასეთ განცხადებას ფასი არ აქვს - განცხადებები თუ სადმე საჭიროა, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას - არა, - ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ევროკავშირის 13 ქვეყნის ერთობლივ განცხადებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლდოვამ არჩევნებზე დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა.

„4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა. ამ ფონზე, არავითარ ასეთ განცხადებას ფასი არ აქვს. შეხედეთ, მოლდოვის არჩევნებს, ხედავდით რა მოხდა. ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით. ჯერ კანდიდატები ჩახსნეს, თან თითიდან გამოწოვილი საბაბით, მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, მოლდოვას, რომელმაც ასეთი არჩევნები ჩაატარა, განცხადებები თუ სადმეა საჭირო, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით. სამართლიანობა რომ იყოს, საჭიროა განცხადებები მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელიც დსთ-ს წევრია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას, თვალში ნაცარს გვაყრიან და გვეუბნებიან, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებები და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას - არა. ეს არის სირცხვილი. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და არჩევნები გადაივლის, მაშინვე აღდგება სამართლიანობა“,- აღნიშნა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. მათივე განმარტებით, „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა“.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა