ირაკლი კობახიძე - უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს - ვერც ერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა

არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად ზურაბიშვილმა - უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ქარტიას“ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი უჭერს მხარს.

კობახიძის განმარტებით, ვერც ერთი ელჩი ვერ დაუჭერს მხარს ისეთ აქტებს, რომლებიც რიგგარეშე არჩევნებსა და ტექნიკურ მთავრობას მოიაზრებს.

„არადიპლომატიური განცხადება გააკეთა რეალურად ზურაბიშვილმა - რა თქმა უნდა, ვერც ერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. ეს არ არის, ბუნებრივია, ელჩის უფლებამოსილების სფერო და ელჩის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, უხერხულობა შეუქმნა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს და მთლიანად საელჩოს და კარგია, რომ ეს უხერხულობა ამ განცხადებით გარკვეულწილად განეიტრალდა,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, როგორც სალომე ზურაბიშვილმა 19 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის შეხვდა ევროკავშირის ელჩს, სადაც პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქარტიის და სამოქმედო გეგმის მიმართ.

შეგახსენებთ იმასაც, ტელეკომპანია „იმედმა“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ პაველ ჰერჩინსკი მხარს უჭერს „ქართულ ქარტიას“ ევროკავშირის საელჩოს მიმართა კითხვით. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „ევროკავშირის დელეგაციას იმეორებს იმას, რაც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართული არჩევნები სრულიად ქართველი ხალხის ხელშია. ევროკავშირი არ არის ჩართული საპარლამენტო არჩევნებში და არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს. ჩვენ აგრეთვე ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი ღიაა კონსტრუქციულად მუშაობისთვის ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან. რაც შეეხება მომავალ მთავრობას, რომელიც განაახლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ძირითადი ფასეულობებზე დაყრდნობით, რაზეც დგას ევროკავშირი: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები“, - აღნიშნულია საელჩოს პასუხში.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში