მამუკა მდინარაძე - ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩარევას? სხვას „ეღადავებოდნენ“ და თვითონ დააანონსა „შტაბკვარწირის“ გახსნა პრეზიდენტის სასახლეში

შეიძლება ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ მას დაერქვას გადაყენებული და არა ვადაგამოლეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ამომრჩეველი „გადააგდო“, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მას არ უნდა აპატიოს.

„ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის „გადაგდება“. 1 200 000- მდე ამომრჩეველი, რომელშიც ერთ-ერთი არამხოლოდ ამომრჩეველი, არამედ მის დასახმარებლად წარმოებული კამპანიის ორგანიზატორი მეც ვარ, დღეს გამოვიდა, რომ „გადააგდო“, დაექვემდებარება პატრონაჟს და პატრონების დახმარებით „ნაცმოძრაობის“ კვალდაკვალ მოქმედებს. ამიტომ, შეიძლება ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ხალხი მას არ „გადავაგდებინოთ“, მას დაერქვას გადაყენებული და არა ვადაგამოლეული პრეზიდენტი იმისთვის, რომ ეს სიმბოლიზმი აისახოს ქართველი ხალხის პასუხში მისი გააგენტების გამო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ იმიტომ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას, რომ მის იმპიჩმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა მხარი.

„ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო პროცესში ჩარევას? სხვას „ეღადავებოდნენ“ „შტაბკვარწირაო“ და თვითონ დააანონსა „შტაბკვარწირის“ გახსნა პრეზიდენტის სასახლეში. პრეზიდენტის ინსტიტუტი როგორ დააკნინა, რომ ჯერ არჩევნებში ჩაერია და შემდეგ ოპოზიციის შტაბ ბინის გახსნა დააანონსა ვითომ ნეიტრალურმა კონსტიტუციის გარანტმა. მაგრამ რა ქნას? ის ჯერ კიდევ იმიტომ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას, რომ მის იმპიჩმენტს „ნაციონალურმა მოძრაობამ„ არ დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს სხვა ვალდებულებებიც აქვს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს