პეტრე ცისკარიშვილი - ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა - „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა

„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა,- ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარშზე - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საუბრისას განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმს მანიპულაციების და გაყალბების საშუალება არ უნდა ჰქონდეს“.

„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა. 26 ოქტომბერს ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება უნდა გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ.

როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!