ირაკლი კობახიძე - თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე - იმისათვის, რომ  ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები

თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ ეს ჩავარდნა გადაეფარათ, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ, მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ ჩატარებული მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

კობახიძის განმარტებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინდელი აქციით, არჩევნები მის ჩატარებამდე, ერთი კვირით ადრე წააგო“.

„თქვენ ხედავთ, უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიებს არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც უბნებში დადიან, კამპანიას არ ატარებენ, შეკრებებს ვერ ატარებენ, სკამებით ატარებენ შეკრებებს. როცა სკამებით ატარებ შეკრებებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობა გაქვს, მხარდაჭერა არ გაქვს საერთო საზოგადოებაში. გუშინ, ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, ყველა „ენჯეომ“ ერთად, სალომე ზურაბიშვილი, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ როგორც ჩანს, პრემიერს კადრები არ ჰქონდა ნანახი, კობახიძემ უპასუხა, რომ ის „ტყუილს ამბობდა“.

„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. იმისათვის, რომ გადაეფარათ ეს ჩავარდნა, ძველი აქციების კადრებს ავრცელებდნენ. მათ შორის, გაეპარათ ჩვენი აქციის კადრები. როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას და იმ ლოკაციას ვერ ავსებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე არავითარი შანსი არ გაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის საზოგადოებას ატყუებს, კობახიძემ უპასუხა, რომ „ტყუილი მისკენ მოეკითხა“.

„ტყუილის გამავრცელებელი არის „ტვ პირველი“, „მთავარი“ და „ფორმულა“, თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ, დრონის კადრები ნახეთ... რატომ არის გადაღებული ეს მხარე, იმიტომ რომ, აქეთ ვერ გაავსეთ, ჩაგივარდათ აქცია. ამ მოედნის შევსებას დიდი რაოდენობის ხალხი არ სჭირდება, თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეთ, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებთ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსე, ე.ი. აქცია ჩაგივარდა და რეალურად, ერთი კვირით ადრე წააგეთ რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებზე მოსალოდნელია პროვოკაციები.

„მაგრამ სახელმწიფო ფხიზლადაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავითარი პროვოკაცია არ მოხდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი