ირაკლი კობახიძე - ლაზერის მინათებით ახალგაზრდებმა სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი

ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ სამოქალაქო პოზიცია აქვთ და ეს სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე იმ ფაქტს, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.

მისივე თქმით, შეიძლება მათი ნაწილი პარტიის {„ქართული ოცნების“} წევრებიც იყვნენ, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები.

„არ ვიცი, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია გამოხატეს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და საკუთარი პოზიცია გამოხატეს. შეიძლება მათი ნაწილი პარტიის {„ქართული ოცნების“} წევრებიც იყვნენ, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ახალგაზრდები, გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. ასევე, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სამოქალაქო აქტივისტი იყოს?! ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ სამოქალაქო პოზიცია აქვთ და ეს სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი.

თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, რომ მე არ მიკვირს, რა თქმა უნდა, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ მალავენ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას, არც უნდა დამალონ საკუთარი დამოკიდებულება, იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყველაფერი არის, აბსოლუტურად, გასაგები. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდის წინააღმდეგ, ეს არის რადიკალურად მიუღებელი.

თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებით „ნაციონალურ მოძრაობას“. თქვენ ემსახურებით, იმ პოლიტიკურ ძალებს - კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც დაბრუნებისთანავე (თეორიულად, რომ წარმოვიდგინოთ) ქვეყანას ომში ჩართავს. შესაბამისად, თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილეები. თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში მყოფი ადამიანები“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო