მამუკა მდინარაძე - როგორ შეძლეს ვიღაც-ვიღაცებმა, რომ მოლდოველი ხალხის ზუსტად ნახევარს შეაძულეს ევროპა?! ჩვენთანაც ასე მოხდება, თუ ჩვენ თვითონ ძალიან მაგრად არ დავდექით

ჩვენ რომ არ ვიყოთ, გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და გახარია არის ევროპა და ეს ხალხი, ვინც დემოკრატიასა და ა.შ. ზრუნავს, ზრუნავს ქვეყანასა და ეროვნულ ღირებულებებზე, არიან ანტიევროპელები. ბოლოს ერთი ამომრჩეველი თუ ერთი მოქალაქე იფიქრებს, რომ ის თუ ევროპაა, არ მინდა ასეთი ევროპაო. ღმერთმა არ ქნას ეს დაგვემართოს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მოლდოვაში მოლდოველი ხალხის ზუსტად ნახევარს ვიღაცებმა ევროპა შეაძულეს.

„როცა სიყალბეზეა ბევრი რაღაც დაფუძნებული და როცა ევროპის სახელით ელაპარაკებიან ტყუილებს მოსახლეობას, ასეთი შედეგები დგება. ამას ვუფრთხილდებით ზუსტად ჩვენ. ჩვენ რომ წითელ ხაზებს არც ვუახლოვდებით, იმიტომ, რომ იმიჯურად არ შეილახოს ევროპულ ღირებულებსა და ევროპაზე წარმოდგენა. ამას არათუ გვიფასებენ, არამედ გვიტრიალებენ - ანტიევროპელები თურმე ჩვენ ვყოფილვართ და სიბნელეში, საკუთარ ბოღმაში რომ იხრჩობიან, ასეთი წარსულის მქონე ადამიანები ყოფილან ქვეყანაში მთავარი ევროპელები. მოლდოვას ეს დაემართა. როგორ შეძლეს ვიღაც - ვიღაცებმა, რომ მოლდოველი ხალხის ზუსტად ნახევარს შეაძულეს ევროპა?! ჩვენთანაც ასე მოხდება, თუ ჩვენ თვითონ ძალიან მაგრად არ დავდექით. ევროპის სახელით ვიღაცები გვებრძვიან და ჩვენ ვუფრთხილდებით, პირველ რიგში, ევროპასა და ევროპულ ღირებულებებზე რეალურ წარმოდგენას. პირველი ადამიანები, ვინც ამას ვუფრთხილდებით ყველაფრის მიუხედავად ვართ ჩვენ.

ჩვენ რომ არ ვიყოთ, გვეუბნებიან, რომ სააკაშვილი, ხაზარაძე, გვარამია და გახარია არის ევროპა და ეს ხალხი, ვინც დემოკრატიასა და ა.შ. ზრუნავს, ზრუნავს ქვეყანასა და ეროვნულ ღირებულებებზე, არიან ანტიევროპელები. ბოლოს ერთი ამომრჩეველი თუ ერთი მოქალაქე იფიქრებს, რომ ის თუ ევროპაა, არ მინდა ასეთი ევროპაო. ღმერთმა არ ქნას ეს დაგვემართოს! ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ: ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა, ოპერატორმა, მოქალაქემ, ყველამ ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ევროპისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იმ ხალხის, ვინც გუშინ აქცია დააორგანიზა, გახსენდებათ? მოლდოვაში ნაბიჯ-ნაბიჯ შეაძულეს ევროპა და ევროპელობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპაზე წარმოდგენები, ევროპულ ღირებულებებზე წარმოდგენები, უნდა ვთქვათ, რომ სინამდვილეში ეს ხალხი არაა ევროპა. არ შეიძლება სააკაშვილი, გვარამია და ა.შ. ევროპა იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ოქმების 98,3%-ის დამუშავების შემდეგ, რეფერენდუმში მონაწილეების 50,07%-მა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა, 49,93%-მა კი ცვლილების განხორციელების წინააღმდეგ მისცა ხმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია