დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ქვეყნისა და აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების წინაშე დღეს არსებულ გამოწვევები, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისა, სტაბილურობისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის საჭირო და აუცილებელ საკითხები.

დავით ფაცაციამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანების სწორი ხედვის მნიშვნელობაზე ქვეყნის გამარჯვებისა და აფხაზეთში დაბრუნების საქმეში, რაც მხოლოდ სიყვარულით და ურთიერთპატიებით მოხდება.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ქართველ და აფხაზ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების კუთხით სამშვიდობო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

„ჩვენ, აფხაზეთელებმა ყველაზე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. პროვოკაციებით წაქეზებული დაპირისპირებების შედეგად დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, მეგობრები, მაგრამ არ დაგვიკარგავს ღირსება.

დღესაც, განსაკუთრებით გვჭირდება იმ ღირებულებების წინაშე გაერთიანება, რომლის დასაცავადაც იბრძოდნენ ჩვენი გმირი ვეტერანები - სამშობლო, თავისუფლება და მშვიდობა. ბოროტებისგან მართულმა ძალებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს ღირსება და მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია“, - აღნიშნავს დავით ფაცაცია.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე