მამუკა მდინარაძე - გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე დააშანტაჟონ ან სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები

გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები, რამდენიმე უბანზე საქართველოს მასშტაბით დააშანტაჟონ ან საკმაოდ სოლიდური თანხით მოისყიდონ საარჩევნო პროცესში ჩართული ადამიანები, რათა ისინი ჩაითრიონ თუნდაც ელემენტარულ საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის გეგმაა, აღნიშნული საარჩევნო დარღვევა-მანიპულაციები ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა გადაიღონ და შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ჩარევის შესახებ.

„მათი გეგმის მიხედვით, აგენტურული ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა, რომლებიც წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები ე.წ. „გამწვანებული მოქმედებების“ შესახებ, უნდა გადაიღონ ეს დარღვევა და საბოლოო ჯამში, ეცდებიან, რამდენიმე ასეთი ვიდეოკადრით შექმნან ყალბი აღქმა არჩევნებში უხეში ინტერვენციის შესახებ.

ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის და კომისიების ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში.

არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ:

გარდა ამისა, მდინარაძემ მიმართა ყველას, „განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში: „კანონის ჩარჩოებიდან ძალიან მცირე გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში, თუკი ვინმე ამაზე დაგელაპარაკებათ, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველია“.

„მივმართავ აბსოლუტურად ყველას, ვინც კი 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდება, ასევე კომისიის ყველა წევრს და ეს მიმართვა, განსაკუთრებით და პრიორიტეტულად ეხება ჩვენი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში: არა თუ რაიმე სახის დარღვევა და ამ გზით, თუნდაც დამატებითი ერთი ხმის მოპოვება, არამედ, კანონის ჩარჩოებიდან თუნდაც ძალიან მცირე, უმნიშვნელო სახის გადახვევაც კი არ ჯდება ჩვენს გეგმებში.

თუკი ვინმე ასეთ საკითხზე დაგელაპარაკებათ, წინასწარვე, მთელი პასუხისმგებლობით გიცხადებთ, რომ ის არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი ქვეყნის ბოროტის მსურველი არის და აქვს ერთადერთი მიზანი - ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს და იზრუნოს მის არალეგიტიმურად გამოცხადებაზე.

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ და გარწმუნებთ: ვინც და რა ფორმითაც არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას, არ მოტყუვდეთ და გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს მოწოდება, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი მისამართით, ყველაფერი ზემოხსენებულის მიუხედავად, იმოქმედეთ მხოლოდ კანონის შესაბამისად. სწორედ ეს არის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის რეალური ინტერესი“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში