შალვა პაპუაშვილი - სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება

სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ.

„საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა პასუხისმგებლობა. პასუსიხმგებლობა საკუთარ სიტყვებზე, ქმედებებზე, მოწოდებებზე ხალხის და ქვეყნის წინაშე.

სიტყვების ჰაერში სროლა მარტივია, სიტყვებით გამოწვეულ ტყვიების სროლაზე პასუხისმგებლობას კი ყველა ემალება. უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი საქართველოს მოსახლეობამ უკვე ნახა 1990-იან წლებში, 2008 წელს და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენჯერ.

ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა, რეზოლუციებმა, განცხადებებმა.

მადლობა ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანას, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდა საკუთარ როლს და არ შეუერთდა ამ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავაშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში.

რაც შეეხება "ბოდვას". ბოდვა ისეთი უნდა, წამების სისტემის შემქმნელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას რომ მოსთხოვ საქართველოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა