საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ და მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის შესახებ, ასევე, ანაზღაურებად სტაჟირებაზე ესაუბრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა, რომლის ორგანიზატორი სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებაა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გახსნა.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი სტუდენტებს მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პროფესორმა ნატო ქათამაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა კი სტუდენტებისთვის სტიმულია.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები XXI საუკუნის პრობლემაა, რომლის პრევენცია და ადრეულ ეტაპზე გამოვლენა გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს და ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას. ამ პრობლემების გადასაჭრელად სახელმწიფო არაერთ პროგრამას ახორციელებს. მწვანე და აგრო სტიპენდიების შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობა და მათთვის იმ სიახლეების მიწოდება, რასაც სამინისტრო გეგმავს, ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი ინფორმაცია ნიშნავს მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას და შემდგომში მეტ კვალიფიციურ კადრს. რაც შეეხება სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებაში მონაწილეობას და დასაქმებას ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანა და მიზანია, რითაც მუდამ ვცდილობთ მსგავსი შეხვედრებით ჩვენს სტუდენტებს მივცეთ დასაქმებისა და კარიერული ზრდის საშუალება“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ის სწავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ, შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„მისასალმებელია ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს ინიციატივა სტუდენტთა სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომლის ძირითად კრიტერიუმად სტუდენტთა აკადემიური მოსწრება სახელდება, აღნიშნული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ჩვენს ქვეყანაში პირველად ხორციელდება და ჩვენი სტუდენტებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა მათი მომავალი დასაქმების და კარიერული განვითარებისათვის“, - განაცხადა ნინო ნიშნიანიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს გასცეს პასუხები.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში