სებ-ში საფინანსო სექტორს RTGS სისტემის განახლებისა და მყისიერი გადახდების სისტემის პროექტები გააცნეს

საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების, საბანკო ასოციაციისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისთვის სებ-ის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციის მიზნით დაგეგმილი ორი მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრას სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა ესწრებოდნენ.

„ახალი საგადახდო სისტემა საშუალებას მისცემს მომხმარებელს ნებისმიერ დღეს და დროს განახორციელოს გადახდა, რომელიც მყისიერად შესრულდება“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში არსებული დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის - RTGS სისტემის განახლებისა და სრულიად ახალი ტიპის - მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

„საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსმა ნატალია ჭყოიძემ პრეზენტაციის ფორმატში დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას ახალი საგადახდო სისტემების ფუნქციონალი, მათი უპირატესობები და სარგებელი, როგორც კომერციული ბანკებისა და ფინტექ კომპანიებისთვის, ასევე ამ სისტემების საბოლოო მომხმარებლებისთვის.

მყისიერი გადახდების განახლებული სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს გადახდების პროცესს და თანხის ხელმისაწვდომობას გადარიცხვის მიმღებისთვის, ხელს შეუწყობს ინოვაციებსა და კონკურენციის ზრდას და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს