ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

ხობში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტის გახსნას ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიის ფარგლებში, ხობის "კოლხეთის" ქალთა გუნდის და ბავშვთა ასაკობრივი გუნდების მონაწილეობით ვარჯიში გაიმართა.

„პროექტის ფარგლებში, ხობის ტექნიკურ ცენტრში მოეწყო სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ტრიბუნით, ელექტრო ტაბლოთი, გასახდელებითა და განათებით.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.ს

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს