პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ „დუშკაბინაში“ გამოკეტილ კაცს, უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა

“ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება გუშინდელი მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შესახებ მიუთითებს ორ რამეზე: პირველი, ისინი არიან ძალიან შეშინებულები და მეორე - მათ დაკარგული აქვთ რეალობის განცდა, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, გამარჯვება ახლოსაა და თითოეული ადამიანის ხმა გადამწყვეტია, რაც მოლდოვის არჩევნებმაც დაადასტურა.

„ის, რომ დედაქალაქში მინიმუმ 100 000 ადამიანი, ანუ ოჯახიდან მინიმუმ 1 ადამიანი გამოდის თავისით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე საქართველოსა და მისი ევროპული კურსის მხარდაჭერისთვის, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულებულია.

ამის გააზრების ნაცვლად, „ქართული ოცნების“ ლიდერები ბრიყვულად თავს იტყუებენ და სიცრუეში აცხოვრებენ „დუშკაბინაში“ გამოკეტილ კაცს. უთხარით ივანიშვილს, რომ ის ქართველმა ხალხმა უკვე გაუშვა.

მეგობრებო, გამარჯვება ახლოსაა. ამ არჩევნებში თითოეული ადამიანის ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ეს დაადასტურა მოლდოვის არჩევნებმაც, სადაც სულ რამდენიმე ათასი ხმით უპირატესობამ გადაწყვიტა ქვეყნის ევროპული კურსი და განვითარება.

რაც მთავარია, მხარი დავუჭიროთ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საქმეში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა