პიტერ სტანო - არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან მოდის

არ არის ევროკავშირის სპეციალური მისია, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.

ამით სტანომ უპასუხა კითხვას, რომელიც უკავშირდებოდა არჩევნებს, კერძოდ მუშაობენ თუ არა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოსთანაც, ისევე როგორც მოლდოვასთან.

ამასთან, სტანომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს დახმარებას სხვა სადამკვირვებლო მისიით.

„მრავალმხრივია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და საქართველოში პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობაში, ბევრი საკითხის შესახებ, ბოლო დრომდე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით. შემდეგ საქართველოში დიდი ცვლილება მოხდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოფიციალურმა პირებმა ხელისუფლებიდან ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენება დაიწყეს და სწორედ ამიტომ, ჩვენმა ურთიერთობებმა ოდნავ განსხვავებული მიმართულება მიიღო, რაც წელს საგარეო საქმეთა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე ევროკავშირის ლიდერებმა ევროპულ საბჭოზე რამდენჯერმე განიხილეს. ასე რომ, ევროკავშირის სპეციალური მისია არ არის, რომელიც დაეხმარება საქართველოს გაზარდოს წინააღმდეგობა ჩარევისა და დეზინფორმაციის მიმართ, რადგან, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში დეზინფორმაცია მმართველი ხელისუფლების ოფიციალური მხრიდან მოდის. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას სხვა მისიით - სადამკვირვებლო მისიით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ფორმირებებთან დაკავშირებული არსებული ვითარების გამო იქ არის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან სრულყოფილი თანამშრომლობის განახლება შესაძლებელი გახდება, თუ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე