საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, წყალბურთელთა გუნდს - „სტუ-ტონუსი“ (თბილისი) წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებასა და „ქუთაისის თასის“ მოპოვებას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა - „სტუ-ტონუსი“ ღირსეულად იასპარეზა, ფინალურ შეხვედრაში კი ქუთაისის გუნდს სძლია და „ქუთაისის თასს“ დაეუფლა. გარდა ამისა, ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ-ტონუსის“ წყალბურთელები - ივა ჭუბაბრია და სანდრო ბაბიაშვილი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ და მეკარედ აღიარეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, წყალბურთის საუნივერსიტეტო გუნდმა მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. რექტორის განცხადებით, წყალბურთელთა გამარჯვება ინტენსიური წვრთნებისა და საუკეთესო საწვრთნელი ბაზის არსებობითაც არის განპირობებული.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზაციას. ვცდილობთ, სწავლის პარალელურად, ისინი აქტიურად ჩაერთონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მონაწილეობა მიიღონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებში. სასიხარულოა, რომ ახალგაზრდული სპორტული აქტივობები მუდამ მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისისა და რეგიონების მუნიციპალიტეტების მერიების და სპორტის ეროვნული ფედერაციების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ “სტუ-ტონუსის” წყალბურთელები საუკეთესო საწვრთნელი ბაზით არიან უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად კახა კალაძეს, რომელმაც მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინიციატივას, წინა ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული საცურაო აუზი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაბრუნებოდა. ჩვენი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, ვულოცავთ საუნივერსიტეტო გუნდს - „სტუ-ტონუსს“ წყალბურთის საერთაშორისო ტურნირში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ცნობისაათვის, საერთაშორისო ტურნირს წყალბურთში - „ქუთაისის თასი“ - 18-20 ოქტომბერს ქუთაისმა უმასპინძლა. ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ გუნდები: „სტუ-ტონუსი“ (თბილისი), ქუთაისის „ქუთაისი“, სომხეთის „არმენია“, თურქეთის „გირესუნი“, ბათუმის „ბათუმი“ და კვიპროსის „ლარნაკა“, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში