თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს

ბიძინა ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალურიმოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას 5 დღეში საქართველო დაამტკიცებს.

„გუშინ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი, თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს და ბიძინა ივანიშვილს ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ, ზუსტად 5 დღეში დავამტკიცებთ.

ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ 12 წლის განმავლობაში არაფერი მოუტანა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სიცრუეზე არის აგებული, სიღატაკე, უმუშევრობის და საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამიტომ, ივანიშვილმა იცის, რომ მისი დრო ამოიწურა. დიახ, ივანიშვილის დრო ამოიწურა და 5 დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავამ შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამა.

„ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს ვადაში, მოლაპარაკებებს გავხსნით ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე. ჩვენი პროგრამა აგებულია - თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება ხელშემწყობ როლს თამაშობს და არა ხელშემშლელ, როგორც ახლა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებშია.

ჩვენი შემდეგ დაპირებაა საპენსიო სესხების განულება.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მინდა საზოგადოებას შევახსენო, ეს არის „ფასების მაფიის“ დასრულება. „ფასების მაფია“ ხელოვნურად არის შექმნილი, სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად. რაც განაპირობებს კატასტროფულად გაზრდილ ფასებს.

ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საქართველოში დავაბრუნოთ.

5 დღეში გავაფერადოთ ხუთიანი! ერთიანობით ვიმარჯვებთ! ერთიანობით ვამარცხებთ „ქართულ ოცნებას“! როდესაც ვერთიანდებით, ყოველთვის ვიმარჯვებთ. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვების მთავარი ლოკომოტივი! ერთიანობით ვიმარჯვებთ!“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო