ბიძინა ივანიშვილი - დასჯამ და სანქცირებამ უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს - იმის იქით ველოდებით თუ არა? - მე პირადად, აღარ ველოდები, რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს

განცხადებები, ძირითადად, შანტაჟის შემცველია და ამის კოორდინაციას აკეთებს ჩვენ რასაც ვეძახით „გლობალური ომის პარტიას“ - მეპატრონეებს ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის; მე ვფიქრობ, რომ შანტაჟმა არ იმუშავა, პირიქით - მე რასაც ვუყურებ და რეგიონებში დავდივარ, მობილიზებაა უფრო დიდი, საზოგადოებაა გათვითცნობიერებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს ისეთი განცხადებები, რომლებიც „არაკორექტული და არაობიექტურია“. მისივე თქმით, ასევე პირიქით შედეგი გამოიღო დასჯამ და სანქცირებამაც. ივანიშვილის განცხადებით, ამან არ იმუშავა და ვერც იმუშავებს.

„[საზოგადოება] უფრო ღიზიანდება ასეთი განცხადებებით, რომელიც არაკორექტულია და ძლიან ხშირად, ობიექტურობას სცილდება. ეს არ მუშაობს და ვერ იმუშავა. რისი სურვილიც ჰქონდათ, ჩემი აზრით, ამან პირიქით შედეგი გამოიღო.

რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ესეც რას გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ამანაც უკუშედეგი გამოიღო და არ იმუშავა, ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით ველოდებით თუ არა? - მე პირადად, აღარ ველოდები. მე მგონი, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს, არ იმუშავა, მე საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით აბსოლუტურად, რამეთუ მთელი დღე 24 საათი ამით ვარ დაკავებული და რეგიონებიც კარგად ვიცი და ქალაქიც - ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი, ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ, ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის