ბიძინა ივანიშვილი - ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს - ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია

ლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც ჩვენ ფსევდოლიბერალურს ვეძახით, უფრო უხეშ და უფრო სწორ ტერმინებსაც იყენებენ ჩემი თანაგუნდელები და მას ლიბერალურ ფაშიზმსაც უწოდებენ; მე უფრო ტერმინს ფსევდოლიბერალურს გამოვიყენებ, ზოგადად, მისი საფუძველი არის ის, რომ საზოგადოებას ვირტუალური რეალობა და რეალობა გაუთანაბროს. ვირტუალური რეალობა რეალობად მოაჩვენოს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, შესაძლოა, რეალობასთან კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ მთავარია, საზოგადოებას რამდენად ხშირად და რამდენად კარგი აქცენტებით მიაწვდი კონკრეტულ ვირტუალურ რეალობას, რომელსაც შემდეგ რეალობად მოაჩვენებ.

„შეიძლება, რეალობასთან საერთოდ არაფერი კავშირი არ ჰქონდეს, მაგრამ, მთავარია, როგორ მიაწვდი, რამდენად ხშირად, რამდენად კარგი აქცენტებით და ამ ვირტუალურ რეალობაში მოიყვან, როგორც რეალობაში, საზოგადოებას. აი ეს განცხადებები რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას - ხომ ამ ტიპის განცხადებებია მუდამ? ამავდროულად, იგივე ხალხი და იგივე საზოგადოება, ვინც დღეს გვაკრიტიკებს, დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს. რასაც მაშინ ცდილობდნენ, რომ ეს არის დემოკრატია, რომ ომი არის მშვიდობა, რომ გაუნათლებლობაში არის ძალა - დაახლოებით, ამ ტერმინებით ცდილობენ ძალიან საზოგადოების გაჯერებას და ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია და არა ის დემოკრატია, რასაც ჩვენ გვიხატავდნენ აქ და დემოკრატიად გვაჩვენებდნენ, მაშინ, როდესაც მთელი მედია იყო მონოპოლიზებული, განსხვავებულ აზრს ვერ გაიგებდი. ის ფსევდო მედია, რაც იყო, პრინციპში, ის თამაშობდა რაღაც როლს, მაგრამ არა პრინციპულს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც მედიის მონოპოლიზება ხდება, ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "იმედთან" ინტერვიუში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია