ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ, მას ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა მოითხოვა.მისივე თქმით, შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართება.

„როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“ , - აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე