ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე  -  გასაგებია რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში - საზოგადოების შეეშინდათ და ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა

გასაგებია რატომაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, იმიტომ, რომ წინააღმდეგი ვერ წავიდოდნენ, მათ პატრონები ჰყავთ და თავად არაფერს არ წყვეტენ, აბსოლუტურად მონური დამოკიდებულებაა რომ იცოდეთ, ყველაზე მძიმე ხვედრი აქვთ, მაგრამ მათ ეს მოსწონთ, ეს როლი, რომ რასაც გარედან გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. ამიტომ მოიგონეს რაღაც, ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და პარლამენტში არ შევიდა ოპოზიცია, იმიტომ, რომ იმდენად დიდია საზოგადოების რწმენა ქრისტიანობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი იდენტობის, რომ საზოგადოების შეეშინდათ და ვერ გაბედეს ამის წინააღმდეგ წასვლა - არ მოაწერა პრეზიდენტმა, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ გატანაში მას ლომის წვლილი აქვს. მანვე აღნიშნა, რომ ლგბტ საზოგადოებასთან არავითარი პრეტენზია არ აქვს, თუმცა პროპაგანდა დაუშვებელია.

„ეს არის ფსევდო ლიბერალური იდეოლოგია, რომლის შედეგიც არის ლგბტ პროპაგანდაც.

რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, უფრო რთულად ითქმის, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, იქ ასოებს ამატებენ და უკაცრავად ამ საზოგადოების წინაშე, შეიძლება ზუსტად ვერ გამოვხატავ სახელს, მაგრამ აზრი გასაგებია, „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ საქართველოში როდესაც მიიღეს, მასში არის ჩემი ლომის წვლილი.

„ნაცებმა“ ვერც კი გაბედეს ამ კანონის შემოტანა. მეც არ დაგიმალავთ და ძალიან დიდი მუშაობა დამჭირდა, რომ ეს კანონი გაგვეტანა. რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის ჩვეულებრივი ხალხი, არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ამ ხალხთან გვქონდეს, ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი ნაწილია, გარკვევით მინდა, რომ ვთქვა და ლომის წვლილი მაქვს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მივიღეთ, იმიტომ, რომ კანონმდებლობასთან რაღაც დაპირისპირებაში მოდიოდა.

პროპაგანდას რაც შეეხება, ბოდიში მომიხდია, საკუთარ სახლში ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, არავინ არ შედის და არავინ არავის არ მისდევს, მაგრამ პროპაგანდამ და აგიტაციამ რაც გამოიწვია, ნახეთ ქვეყნები და არსებობს სტატისტიკა ამის, რამდენჯერ გაიზარდა რიცხვი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან პროპაგანდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზანი მარტივია - ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, "შენ უკვე არ იცი ვინ ხარ და სამართავად ხარ იოლი და ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის".

ივანიშვილმა სხვადასხვა მაგალითები დაასახელა და აღნიშნა, რომ იქამდე მიდის, "მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის".

„შედეგი რა არის, რა უნდათ? რატომ მიდის ამხელა პროპაგანდა და რატომ იხარჯება უზარმაზარი თანხები? უზარმაზარი თანხები იხარჯება ამ პროპაგანდაში. მარტივს გეტყვით: ყველაზე დიდი პარადი მგონი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ტარდება, „გეი აღლუმი“ - რასაც ჰქვია და ნახეთ კადრები. რასაც ჩვენ გვეუბნებიან - რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, რატომ უშლით ქუჩაში გამოსვლას? ასე იწყება ყველგან და ყველაფერში, ამ მარტივით იწყება. ეს ქუჩაში გამოსვლა ნახეთ ფოტოები, საშინელებები ხდება უკვე ქუჩაში მათი გამოსვლის დროს, ჩვენთვის საშინელებები - ვიღაცისთვის ნორმაა და ნორმად აწესებენ. პატარა ბავშვები მხარზე შემოსმული, 2-3 წლის - ყველანაირი ტიპის ორგია მიდის ქუჩაში. ნორმალურია ეს აგიტაცია? ეს არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენ - რა მოხდა ქუჩაში გამოვიდნენ, აი, სად მიდის ეს ქუჩის გამოსვლა, ეს ნახეთ.

რაც შეეხება პარადებს და სხვა დანარჩენი ნახეთ ქვეყნები, მე ქვეყნებს შეგნებულად არ დავასახელებ, სად მიდის ეს იდეოლოგია.

ის, რომ ამბობენ ქალს ქალი აღარ დავუძახოთ და კაცს კაცი აღარ დავუძახოთ, ის რომ ბაღის 5 წლამდე ბავშვებში მიდის უკვე სექსუალური აღზრდის გაკვეთილები. მაგალითებია ამის რამდენიც გინდათ და ამის მოპოვება რთული არ არის. ის, რომ ერთ-ერთი განვითარებული ქვეყნის მასწავლებელი ციხეში მეორედ შეუშვეს, იმის გულისთვის, რომ გამოვიდა და ისევ თქვა პრინციპულად, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს - მამრი და მდედრი - არ არსებობს ეს სექსუალობისმრავალფეროვნება და ათასობით [სქესი] არ არსებობს, ისევ შეუშვეს მეორედ ციხეში.

აი, აქ მიდის ეს, ნელ-ნელა, რომ დაიწყოთ მარტივი ქუჩის მიტინგი, სადაც გასდით, აქ აჰყავთ უკვე, აქ მიდის.

ის, რომ მამაკაცების საპირფარეშოებში ჰიგიენურ ხელსახოცებს დებენ, ის, რომ მამაკაცის რძე იგივეა, რაც დედაკაცის.

მე არ მინდა ქვეყნებს შევეხო და ცალკეული პიროვნებების განცხადებები გავიხსენო, ძალიან დიდი პოლიტიკოსების. ქალია თუ კაცი, გოგოა თუ ბიჭი - არ უნდა თქვა, მიზანი მარტივია - ადამიანმა არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი, არათუ ის, რომ ქრისტიანი თუ მუსლიმია, არათუ ის, რომ მას ჰყავდა დავით აღმაშენებელი და მან თავისი ისტორია და იდენტობა უნდა იცოდეს და მრავალჟამიერი იცოდეს - არა, არა, ეს ყველაფერი უნდა გადაიყაროს, მან ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია თუ კაცი. ეს არის უახლესი იარაღი დაპყრობის, ამ ადამიანს რაც გინდა ის უქენი, არაფრის ხელის გამძრევი არ არის, არაფერს აღარ დაიცავს. აქ მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო