ეკა ბესელია - ქარტიაზე ხელის მოწერის დროს პარტიებმა ხელმოწერით დაუდასტურეს და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტი ასახელებს მთავრობას, მანდატების მიუხედავად

ქარტიაზე ხელის მოწერის დროს პარტიებმა პრეზიდენტს უკვე უთხრეს, ხელმოწერით დაუდასტურეს და ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტი ასახელებს მთავრობას, მანდატების მიუხედავად, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტი წინასაარჩევნო პერიოდში არ დაძაბავს ვითარებას და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებს.

„ბოლოს წინა ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა თავისი სათქმელი, რომ მნიშვნელოვნად მიაჩნია ქარტიის სულისკვეთების, ინტერესების დაცვა და ყველას შეახსენა ეს, მაგრამ ძალიან მაღალი დიპლომატიური კლასიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე პრეზიდენტს ახასიათებს ეს, რომ განსაკუთრებით ამ საპასუხისმგებლო დღეებში სიტუაციის და ვითარების შესაბამისად იმოქმედოს. ის არ დაძაბავს ვითარებას, ისე მოიქცევა როგორც ჭირდება ამ პროცესს.

ქარტიაზე ხელის მოწერის დროს პარტიებმა პრეზიდენტს უკვე უთხრეს, ხელმოწერით დაუდასტურეს და ეს ყველას უნდა ახსოვდეს, რომ პრეზიდენტი ასახელებს მთავრობას, მანდატების [განაწილების] მიუხედავად. პირდაპირ ასე წერია ქარტიაში. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ქარტია ზუსტად ისე წაიკითხოს, როგორც უნდა წაიკითხოს. ეს არის ქარტიის ყველაზე ბოლო პუნქტი, სულ ბოლო აბზაცი, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პრეზიდენტი ასახელებს მთავრობის შემადგენლობას. სხვათა შორის, პირველ ვერსიაში ვადაც კი ეწერა, აღარ წერია, მაგრამ სულისკვეთება ის იყო, რომ უნდა მომხდარიყო არჩევნების წინ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ეკა ბესელიას განცხადებით, „ნიკა გილაურზე საუბარი არ არის და დასახელებულებიდან, არც ბატონ ვიქტორ ყიფიანზე, არც გელა ბეჟუაშვილზე მე არ მსმენია“.

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა გილაურზე არაა საუბარი. დასახელებულებიდან, არც ბატონ ვიქტორ ყიფიანზე, არც გელა ბეჟუაშვილზე მე არ მსმენია. პრეზიდენტმა თქვა, რომ მას ჰყავს შერჩეული კანდიდატი. მოდით დაველოდოთ როდის დაასახელებს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას იმისი მიხედვით როგორც უკეთესი იქნება 26 ოქტომბრის საერთო გამარჯვების უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია