ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიაზე - ამ გარეწართან რომ დგანან, მათ გასამართლება მოუწევთ - მოუწევთ მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც

არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ".

ივანიშვილი იმასაც ამბობს, რომ "სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული".

„ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას - აი, გახარიას პარტიის წევრები. არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, შავით- თეთრზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც. რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველო მეორე დღესვე ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც. უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, უმრავლესობა, და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე და უარესზეც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა