ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაზე - უბედური ხალხია, ხალხი, ვინც საკუთარ სამშობლოს ებრძვის ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს - არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ არიონ, თუმცა მცდელობები აქვთ და ფხიზლად უნდა ვიყოთ

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში არჩევნების შემდგომ პერიოდზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას რესურსი „არ აქვს რომ ქვეყანაში რამე არიოს“, თუმცა არსებობს მცდელობები და სიფხიზლეა საჭირო.

„რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს. არ მინდა ამის გაუბრალოება, რომ ესენი არაფერს ცდილობენ. თარგამაძის მკვლელობაში დადანაშაულებული მეორედ რომ შემოვიდა, 18 წელი ციხე ეკუთვნის და კაცი კიდევ შემოვიდა. ასეთი სულელი ხომ არ არის, არა? შემოდის, რაღაცებს წვალობენ, მაგრამ არავითარი რესურსი არ აქვთ. გაუბედურებულები არიან. უბედური ხალხია ზოგადად. ხალხი, ვინც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სამშობლოს ებრძვის ამაზე დიდი უბედურება რა უნდა იყოს. საცოდავი გაუბედურებული ხალხია, არავითარი რესურსი მაგის არ აქვთ, რომ არიონ, თუმცა მცდელობები აქვთ და ფხიზლად უნდა ვიყოთ. მე რატომ ვაწყნარებ ხალხს, იმიტომ, რომ კარგად მუშაობს ქართული სისტემა და სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ მომართულად და გვაქვს იმის რესურსი, რომ არ დავუშვათ, თუმცა სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება