ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია - მივესალმებით რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ

მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ავრცელებენ.

„რუსეთი და მისი მარიონეტები მოლდოვაში დემოკრატიული და საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრას აქტიურად ცდილობდნენ, თუმცა, ჩვენ მოლდოვის ხელისუფლებას არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფერენდუმის წარმატებით ორგანიზებას ვულოცავთ. მივესალმებით საკონსტიტუციო რეფერენდუმის შედეგებს, რომელშიც მოლდოველმა ხალხმა სურვილი გამოხატა, თავიანთი მომავალი ევროკავშირთან დააკავშირონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოლოდივის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება ყურადღებით დააკვირდება.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს