ბიძინა ივანიშვილი - უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება, მე ევროპაში ასეთი შესვლა დიდად არ მომინდებოდა - გამოდიან და იძახიან, სად მიდიხართ, ჩვენ არ მიგიღებთ, ვინ კითხავთ მათ, დღეს რომ ბიუროკრატიაა? - ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ

მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ესე ვთვლი და ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება. მე ასეთი ევროპაში შესვლა, რასაც მაგას ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპა პირველ რიგში არის ფასეულობები და მთავარია საქართველომ ის დაიცვას, რაც აქვს და თავაწეული შევა ევროპაში.

„ნახეთ ტემპები, რის საფუძველზე ვზრდით ჩვენ და რატომ გვაქვს ასეთი ეკონომიკა? რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო? ნახეთ რეიტინგები საერთაშორისო, ჩვენი თუ არ გჯერათ. გაიხედეთ ირგვლივ ყველა ქალაქი შეიცვალა, ხალხო. ნახეთ რა მოხდა მოკლე დროში. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი. ამათ ევროპაში არ მიჰყავთო - ევროპა არის პირველ რიგში ფასეულობები. ჩვენ ამ ფასეულობებს განუხრელად ვაფუძნებთ, მაგრამ არ მივდივართ ომში. არ ვაწესებთ სანქციებს, არ ვაგდებთ ქვეყნის ეკონომიკას. ესენი ამაზე აწერენ ხელს, ამით იქაჩებიან, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენი ევროპელი ძმები ჩვენ მიგვიღებენ და ამათ არ მიიღებენ. იქიდანაც გამოდიან და იძახიან, სად მიდიხართ, ჩვენ არ მიგიღებთ, ვინ კითხავთ მათ, დღეს რომ ბიუროკრატიაა? ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ მთავარია გავძლიერდეთ, სახელმწიფო გავხდეთ და თავაწეული, შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ მაგის გარანტიას და პირობას. ეს დავიცვათ რაც გვაქვს და ეს გავაგრძელოთ და არაფერი წინ არ დაგვიდგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს