ბიძინა ივანიშვილი - მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012, როცა 29 სექტემბერს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია - რა მშვიდობით წამსვლელები, სად წამსვლელები იყვნენ?

მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წელს ძალიან აქტიური ვიყავი, ამაზე აქტიური, რაც დღეს; უფრო ახალგაზრდა ვიყავი შეიძლება და გუნდი არ მყავდა, ეს არის მიზეზი და არა ის, რომ დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012. მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე უფრო მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ის სიამაყით და სიყვარულით იხსენებს 2012 წელს და ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მას ნდობა გამოუცხადა.

„თქვენ ნახეთ რამდენი ადგილობრივი თუ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, აქტიური არ ვყოფილვარ ასეთი და არ დავდიოდი, არც მიტინგებზე გამოვდიოდი, ეს არ არის შემთხვევითი და ეს არ არის ჩემი ახირება. სიტუაცია არის ძალიან რთული. მე დღესაც მინდა სიამაყით გავიხსენო, სიყვარულით გავიხსენო ყველა ის ამომრჩეველი ვინც მომისმინა. მახსოვს, რომ გადავიხედე მოედანზე რა ხდებოდა 29 სექტემბერს, ის იყო გადამწყვეტი ბრძოლისთვის, დამიჯერეს და გამოვიდა, ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი. ორი დღით ადრე ამხელა თავყრილობა არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია არასდროს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იდგა, როცა დათვლა შეაჩერეს, კომპიუტერები გაფუჭდა და დათვლა შეაჩერეს. მე მქონდა მაშინ ძალიან სერიოზული შეხვედრები, ხელზე მექაჩებოდნენ, 49 % შენ და 51 იქით და მერე შენი იქნება ყველაფერი; რა თქმა უნდა ჩემს პოზიციაზე არ ვისაუბრებ. რა მშვიდობით წამსვლელები იყვნენ, სად წამსვლელები იყვნენ? ვაჩვენე რომ არაფერი გამოვა, არა ნებით, ძალით გადავტეხავთ მაშინ წავიდნენ და მათ ბელადს აუხსნეს, რომ ეგრე არ გამოგივათ და დღეს რომ ტრაბახობენ, ისინი წავიდნენ მშვიდობიანი გზით, სად წამსვლელები იყვნენ? გზა არ დავუტოვეთ და გზა არ დაუტოვა ამ ხალხმა, ვინც გადაჭედა ფილარმონიამდე და ბარათაშვილამდე იყო იქ ხალხი, ცენტრზე აღარ ვსაუბრობ. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი იყო, ამან მოიგო სიტუაცია. ეს გვაქვს დღესაც და ეს მინდა, რომ ვთხოვო ხალხს. რატომ არ გამოვდიოდი მანამდე, განა სიტუაცია იყო გასახარელი და საამაყო წინა არჩევნებზე, ან იმის წინა არჩევნებზე კიდევ, მაგრამ არ იყო ასეთი სახიფათო, არ იყო ომი. ომმა შეცვალა ყველაფერი, ომი არ იყო; ჩვენს გვერდით ძალიან სახიფათო სიტუაციაა. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ამიტომ მინდა იგივე ხალხს ვუთხრა, ვისაც ქვეყანა უყვარს, ვინც ქვეყნის პატრიოტია, გამოდით არ დაიზაროთ, ამის შემდეგ შეიძლება მეტი ძალდატანება არ დაგვჭირდეს, ჩვენ საბოლოოდ შეიძლება დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ის რაც ჩვენ ვთქვით, ვის გავასამართლებთ, რას გავაკეთებთ და ბევრ გამოსვლებში აქ აღარ გავიმეორებ და განსაკუთრებული სიტუაციაა დღეს, სანამ ომი დასრულებულა, არ მოგწონს ივანიშვილი? კი ბატონო, შემიძლია თუ რამეს ისეთს მეტყვიან, ბოდიშსაც მოვიხდი. არ მოგწონს კობახიძე, არ მოგწონს „ქართული ოცნება“? - კი ბატონო, მაგრამ ქვეყანა თუ გიყვარს, გამოდი. დღეს არ არის იმ არჩევანის დღე, რომ ჩემმა ახლო ნათესავმა ჩემს მეუღლეს უთხრა, მე შეიძლება მივცე „ქართულ ოცნებას“ ხმა, თუმცა რიტორიკა ბევრის არ მომწონს გუნდშიო, ამის დრო არაა, არჩევანი მოგეცემათ, გარწმუნებთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში