ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩადის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილი ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში იორდანიასა და კატარსაც ეწვევა. ვიზიტის მიზანი „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის გარდაცვალების შემდეგ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების განახლებისა და ანკლავის მომავლის საკითხის განხილვაა.

სახელმწიფო მდივანი ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ასევე განიხილავს, თუ როგორ არის შესაძლებელი ჰეზბოლასთან კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა და გააგრძელებს ვაშინგტონის საუბარს ისრაელთან ირანის სარაკეტო თავდასხმაზე მოსალოდნელი პასუხის შესახებ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს