ქუთაისში 200-მდე დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 200-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს.

„დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს. მათ ახალაშენებული ბინები დაათვალიერეს და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცვნენ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს.

შერვაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, საბოლოოდ, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მინისტრებთან ერთად, ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - გიორგი ცაგარეიშვილი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ზურაბ უტიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - დავით ტაბიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი - კობა კობალაძე და სხვა სტუმრები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება