თბილისის იუსტიციის სახლში ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნა

იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია, რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს.

„ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს.

მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები; ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში; უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყველაფერი ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.

მუზეუმი დამთვალიერებლებს მდიდარ და მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ. ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს