რუსთაველის გამზირის ნაწილსა და თავისუფლების მოედანზე მოძრაობა შეზღუდულია

23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, რუსთაველის გამზირზე, ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. მოძრაობა აკრძალულია, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელია პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა კი დასაშვებია თაბუკაშვილის ქუჩის გამოყენებით.

„რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დაშვებულია ჭანტურიას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შესაბამისად, გადაადგილება შეზღუდულია ლესია უკრაინკას, ჯორჯაძის, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძისა და გუდიაშვილის ქუჩებზეც.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რუსთაველის გამზირზე მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩიდან გადაინაცვლებენ ვირსალაძის ქუჩაზე, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და იმოძრავებენ ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე; თბილისი-კოჯრის გზატკეცილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამაღლების ქუჩის N11-თან გაჩერდება და მგზავრებს უკუმიმართულებითაც აღნიშნული მისამართიდან მოემსახურება; ავლაბრის მოედნიდან და გორგასლის ქუჩიდან მოძრავი ტრანსპორტი კი გადაადგილდება ევროპის მოედნამდე და შემდეგ უკან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს