„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაცია - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები, ხვალ, 23 ოქტომბერს თბილისში, „ქართული ოცნების“ პარტიულ აქციაზე ზეწოლითა და შანტაჟის გზით მიჰყავთ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში ბრიფინგზე განაცხადეს.

ნიკა ქაშიბაძის მტკიცებით, თუ სტუდენტები “ქართული ოცნების” აქციას არ შეუერთდებიან, პრობლემები შეექმნებათ.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები, ასევე, სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები სტუდენტებს აიძულებენ, რომ თბილისში გასამართ ღონისძიებას დაესწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიშნებს არ დაუწერენ, პრობლემას შეუქმნიან სასწავლო პროცესში. ეს ზეწოლაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სტუდენტები, რომლებიც იძულებული იქნებიან ხვალ იმ ღონისძიებაზე წავიდნენ, ოპოზიციურად არიან განწყობილი და “ქართულ ოცნებას” განაჩენს გამოუტანენ.

რაც შეეხება დაშინებას - იმ უმსგავსო საქციელს, რასაც ბათუმის უნივერსიტეტი და საზღვაო აკადემია კადრულობს, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მათივე სტუდენტები გასცემენ პასუხს, მათი ყველა ეს მცდელობა იქნება ამაო, რადგან ახალგაზრდებში მასიურად არის გავრცელებული ის აზრი, რომ “ქართული ოცნება” რუსული ძალაა და აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ქვეყნის მომავალი არის ევროპაში და ეს სტუდენტებმა დაამტკიცეს, როდესაც ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფიცვა ვიხილეთ აჭარის ისტორიაში, როდესაც ბათუმის უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები გაიფიცნენ. მაშინ ლექტორს და აკადემიას სტუდენტების აზრის გათვალისწინება მოუწია, ასევე მოუწევთ 26 ოქტომბერს ჩვენ ქართველმა ხალხმა ავირჩიოთ ევროპა.

ჩვენ ძალიან ხშირად გვქონია ინფორმაცია, რომ სტუდენტებზე ხორციელდებოდა სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, რომლებსაც აქციებზე ხედავდნენ, მათ შორის, ოპოზიციურ აქციებზე. ამ უნივერსიტეტებში დასაქმებული სხვადასხვა ლექტორი და ადმინისტრაცია სტუდენტებს ყველანაირად უქმნიან პრობლემებს. მათ ემუქრებოდნენ ოჯახის წევრებით, კერძოდ, ეუბნებოდნენ, რომ მათ მშობლებს სამსახურებიდან გაათავისუფლებდნენ, რაც ახალგაზრდაზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს, თუმცა ამის მიუხედავად სტუდენტებში ერთსულოვნება ვნახეთ, როდესაც საქმე ეხებოდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და მჯერა, რომ ზეწოლა, 26 ოქტომბერს არ გაამართლებს”, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია