ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრი - გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, მაგრამ უფრო საიმედო პროგნოზით, საქართველოში მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიცია გახდება საჭირო

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. ამ კენჭისყრის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი, რაც პოტენციურად განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ტრაექტორიას მომავალი წლების განმავლობაში, - ამის შესახებ აღნიშნულია დოკუმენტში, სათაურით : "საქართველო გზაჯვარედინზე: 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები", რომელიც ევროპარლამენტის კვლევის სამსახურის წევრმა, ანა კაპრილემ ევროპარლამენტს გაუგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში საარჩევნო კამპანიის გარემო სულ უფრო დაძაბული და პოლარიზებული ხდება.

„2012 წლიდან ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტიის დამფუძნებელი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, არჩევნებს „მშვიდობასა და ომს“ შორის არჩევანს უწოდებს. იმავდროულად, ოპოზიცია არჩევნებს დემოკრატიულ დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არჩევანს უწოდებს. გამოკითხვები ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს იძლევა, მაგრამ უფრო საიმედოდ მიჩნეულები პროგნოზირებენ, რომ მთავრობის დამოუკიდებლად შექმნას ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს და კოალიციის შექმნა გახდება საჭირო“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიენიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანა ცხრა ძირითად სფეროში პროგრესს მიაღწევდა, თუმცა, მას შემდეგ მმართველმა პარტიამ რამდენიმე საკანონმდებლო აქტი მიიღო, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და აფერხებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებას.

„საქართველოს საარჩევნო კანონში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები გააკრიტიკეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა. კომისია სავარაუდოდ უახლოეს კვირებში მიიღებს 2024 წლის გაფართოების პაკეტს, რომელიც შეაფასებს კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს პროგრესს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ავტორი აღნიშნავს, რომ არჩევნებს მჭიდროდ დააკვირდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისიდან (ODIHR).

დოკუმენტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს