„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განათლების მიმართულების წარმომადგენლებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს და განათლების დეკლარაციას ხელი მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, 26 ოქტომბრიდან პროდასავლური კოალიციური მთავრობა განათლების სისტემას ევროპულ სტანდარტებს დაუახლოებს.

„დეკლარაციას ხელი მოვაწერეთ, რომელიც პარტიული წნეხისგან და პოლიტიკური ზეწოლიდან განათლების გათავისუფლების უზრუნველყოფა იქნება. მიხარია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით, რომ განათლება ისევე, როგორც მთელი ქვეყანა ოლიგარქიული რეჟიმისგან უნდა გავათავისუფლოთ და უკვე 26 ოქტომბრიდან პროდასავლური მთავრობა განათლების ევროპული სტანდარტით და დემოკრატიული პრინციპებით განათლების სისტემის წინ წაყვანას დაიწყებს“, - განაცხადა ტოხვაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე