ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას  მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში

ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას აბსოლუტურად ყველაფერი განუმარტა.

„იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენ თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი შესთავაზა, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება საბოლოო ჯამი 26 ოქტომბერს მყარი არჩევანის გაკეთებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს