ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამეგრელოსთვის

აქედან, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში არის ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთი, ჩვენი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან არის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ პროექტის (ანაკლიის პორტის) განხორციელება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ადამიანებს, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა პოტენციალი ექნება ჩვენს ქვეყანას გაერთიანების შემდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში განუცხადა, სადაც ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რეალურად, პროექტის სამუშაოები 16 სექტემბრიდან დაიწყო, სამუშაოებს კი წარმართავს ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე ბელგიური კომპანია.

„ძალიან ბევრი მაღალი მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული ამ კომპანიას, „იან დე ნულს“ და მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ბელგიურ კომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება სამუშაოები, უშუალოდ ინფრასტრუქტურის სამუშაოები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2029 წელს პირველ გემებს მიიღებს ანაკლიის პორტი, თუმცა არის პერსპექტივა იმისა, რომ უფრო ადრეც დასრულდეს სამუშაოები და უფრო ადრეც მივიღოთ პირველი გემები. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში დასაქმებული იქნება 500 ადამიანი, მას შემდეგ, რაც დასრულდება პროექტის პირველი ფაზა, რა თქმა უნდა, დასაქმების მაჩვენებელი ბევრად გაიზრდება. ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ბუნებრივია, სამეგრელოს რეგიონისთვის, მათ შორის დასაქმების, ეკონომიკური განვითარების კუთხით, შესაბამისად, ბუნებრივია, მთელი ყურადღება ექნება დათმობილი ამ პროექტს.

ძალიან მალე დასრულდება მოლაპარაკებები ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, რომელთანაც მოლაპარაკებები, რომელთანაც გაფორმდება შესაბამისი შეთანხმება და ხელშეკრულება და სრულფასოვნად წარიმართება სამუშაოები იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულოთ ეს პროექტი და ქვეყანას შევძინოთ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა