პრემიერი - ზურაბიშვილი აბსოლუტურად უინტერესო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში - ჩვენ მას ტექნიკურად გადავაყენებთ დაახლოებით, ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან

ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით ერთ თვეში და შეუძლია დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი უკვე დეკემბრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ტექნიკური მთავრობის შესახებ კონსულტაციებს მართავს.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილის ქმედებები მათთვის საინტერესო არაა.

სალომე ზურაბიშვილი არის აბსოლუტურად უინტერესო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. მას არც რეიტინგი აქვს, არც არანაირი პოზიციები და 1 თვეში იმპიჩმენტის წესით დატოვებს თავის თანამდებობას. აქედან გამომდინარე მის არავითარ ქმედებას არავითარი ინტერესი არა აქვს ჩვენი გადმოსახედიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი