პაატა მანჯგალაძე - გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ერთიანობის, ევროინტეგრაციისა და კეთილდღეობის გზაზე ივანიშვილი და მისი რეჟიმია - ფაქტობრივად, ჩვენება მისცა, რომ საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი

„ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და მისი მოქალაქეები,” - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მანჯგალაძის თქმით, ივანიშვილის მიზანი ფულის დაგროვება და ხალხის ძარცვაა.

„გუშინ კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა ერთიანობის, ევროინტეგრაციისა და კეთილდღეობის გზაზე არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ივანიშვილის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ყველას დაანახა, რომ მას არ აინტერესებს საქართველო და მისი მოქალაქეები.

მისი მიზანი და ცხოვრების იდეა არის ფულის დაგროვება ხალხის ძარცვისა და მოტყუების ხარჯზე. ფაქტობრივად, პირდაპირი ჩვენება მისცა, რომ საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი და საკუთარ მილიონებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მზად არის გაყიდოს ქვეყანა.

სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს კიდევ უფრო დიდი შემართებით უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად მოვაშოროთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი საქართველოს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება