პრემიერ-მინისტრი - 26 ოქტომბერს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს - ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით

რამდენიმე დღეში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ სრულიად საზოგადოებას, რომ გამოვიდეს „ქუდზე კაცი“ ამ არჩევნებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გადამწყვეტი დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ 23 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, აქციაზე მათი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ქვეყანას სჭირდება ნათელი ევროპული მომავალი.

„ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. აქ საქმე ეხება ომსა და მშვიდობას და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს მშვიდობა. აქ საქმე ეხება ფსევდო-ლიბერალურ პროპაგანდას და ტრადიციულ ფასეულობებსა და რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ტრადიციული ფასეულობები. აქ საქმე ეხება ერთ მხარეს სიძულვილის დათესვის მცდელობას მუდმივად ჩვენ ქვეყანაში, ამ ლიბერალურ ფაშიზმს, მეორე მხარეს აქ არის მცდელობა, რომ ჩვენ ქვეყანას დავუბრუნოთ ის საერთო სურათი, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ყოველთვის, წლების განმავლობაში გამოირჩეოდა - ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ეს იყო ის, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი და აქ ვიღაცები ხელოვნურად, მათ შორის გარე დაფინანსებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას. საზოგადოებამ პასუხი, რა თქმა უნდა, 26 ამასაც უნდა გასცეს და ბოლოს, ბნელი წარსული, თქვენ ხედავთ, რა სახეები არიან ოპოზიციაში წარმოდგენილი, რომ ავიღოთ „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილის პარტია, აქეთ არის გვარამიას პარტია, უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რა სახეებზეა საუბარი. აქ, ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და გახარიას დანაშაულებზე ვისაუბრეთ. არ შეიძლება ამ ბნელ წარსულში დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის