გიორგი გახარია - ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ის ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, ასევე, მოახერხა და გადაიკიდა აშშ, ევროკავშირი.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თავისი ფულის, მილიარდების დასაცავად ის ვაჭრობდა ქვეყნის ინტერესებით. ამას ჩვენ კი ვხედავდი იმიტომ, რომ რიგში დააყენა პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და კიდევ ბევრი სხვა ადამიანი, რომლებსაც თავისი ფულის დასაცავად ალაპარაკებდა და შემდგომ არაფერი რომ არ გამოუვიდა, თვითონ გამოვიდა და წერილი მიუძღვნა შვეიცარიულ ბანკს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ა.შ. მან გვითხრა, რომ ჩემი ფულის, მილიარდების დასაცავად ფაქტობრივად, „მე ვიყავი ჩართული და ქვეყნის ინტერებით ვვაჭრობდი“. ასევე, გვითხრა, რომ მე ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმის გამო, რომ „ქვეყანა ომისგან დამეცვაო“. ადამიანმა, რომელმაც ფაქტობრივად, საქართველო იზოლაციაში მოაქცია და თან ისეთ იზოლაციაში, რომ როგორღაც მოახერხა და აშშ გადაიმტერა. გუშინ, თავისი მომხრეები - „ოცნების“ მხარდამჭერები რომ დაემშვიდებინა, დიდ მიღწევად გამოაცხადა არჩევნების შემდგომ შევუთანხმდიო და აშშ-ს ელჩს შევხდებიო. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, მოახერხა და გადაიკიდა აშშ, ევროკავშირი, ასევე, დასაცინი რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან გახდა და საბოლოო ჯამში, დასაცინი კი არა, ჩვენ ქართველები კოკოითის სამასხარაო გაგვხადა, კერძოდ, გამოვიდა და გუდაურზე, თრუსოს ხეობაზე გამოგვიცხადა [პრეტენზია]“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება